თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
21 ოქტ, 2022 10:27:08

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ფაქტობრივად, გრუნტოვანი იყო, რაც ავტოტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული გზა, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან აკავშირებს.

პროექტი ითვალისწინებდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების  შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.

პროექტის ღირებულება 4.1 მილიონი ლარია და მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: