23 სექტემბერიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი (ანგისა)- ახალციხის გზის კმ 86+440-კმ86+640 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
23 სექტემბერიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმი (ანგისა)- ახალციხის გზის კმ 86+440-კმ86+640 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
21 სექ, 2022 09:33:36
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86+440-კმ86+640 მონაკვეთზე, ხულო-გოდერძის 1 ლოტის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს კლდის ფერდის დამუშავება და ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2022 წლის 23 სექტემბერიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00-მდე. მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა