10 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-3 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
10 აგვისტოს ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის გზის მე-3 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
09 აგვ, 2022 09:29:52
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოების წარმოების ფარგლებში აღნიშნული გზის მე-3 კმ-ზე დაგეგმილია მილის გაყვანა, რის გამოც, 2022 წლის 10 აგვისტოს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით.
ინტერაქტიული რუკა