მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის 94-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
30 ივლ, 2022 01:12:42
გუდაურში საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
