ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

05 ივლ, 2022 11:07:59
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე დროებით გზებზე ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამ დროისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ60-კმ106 (გუდანი-შატილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. 
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე დაზიანებული გზების აღდგენა, ნაპირსამაგრი და გამაგრებითი სამუშაოები ხორციელდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები.
26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: