მცხეთა-ძეგვის მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
მცხეთა-ძეგვის მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
23 ივნ, 2022 10:55:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დღეისთვის სრულდება ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქ მცხეთას და სოფლებს: არმაზსა და ძეგვს გაივლის.

აღნიშნული გზის კეთილმოწყობა მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დამსვენებლებისთვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.6 მლნ. ლარია.  სამუშაოები სრულად აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: