ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის 11.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის 11.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
13 ივნ, 2022 14:57:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე 11.6 კმ-იანი  მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.  სარეაბილიტაციო მონაკვეთი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იწყება  ქალაქ თერჯოლის ცენტრში და გაივლის სოფლებს: რუფოთს, ახალ თერჯოლას, ჩხარს და სოფელ ძევრს.

პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ჩატარდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.5  მილიონი ლარით ფინანსდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: