31 მაისს და 1, 2, 3 ივნისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
31 მაისს და 1, 2, 3 ივნისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
24 მაი, 2022 09:37:56

26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ნაცვლად 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00 სთ-დან  06:00 საათებისა, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა განხორციელდება 2022 წლის 31 მაისის და 1, 2, 3 ივნისის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: