მცხეთა-ძეგვის მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია განახლდა

11 მაი, 2022 16:16:25
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 6.4 კმ-იანი (კმ5-კმ11.2) მონაკვეთის  სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნული მონაკვეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქ მცხეთას და სოფლებს: არმაზსა და ძეგვს გაივლის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო შეფერხებით მიმდინარეობდა, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.
კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები უკვე განაახლა და პროექტის დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში იგეგმება.
აღნიშნული გზის კეთილმოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დამსვენებლებისთვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 5.6 მლნ. ლარია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: