ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ტრაილერების გადაადგილება აღდგა
13 მარ, 2022 13:06:49
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ინტერაქტიული რუკა