მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა
12 მარ, 2022 14:10:30
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს.
ზვავსაშიშროება ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება გუდაური–კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტერაქტიული რუკა