ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1644913255_1644913278_27_AEFA9081-6CFD-4D0D-8312-84BAD7C23DEA.jpeg)
ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა
15 თებ, 2022 12:20:18
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი), ქარბუქის საშიშროების გამო, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)