ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ტრაილერებისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ტრაილერებისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი დაწესდა
02 თებ, 2022 12:17:15

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილიმონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, თოვლის და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე,  ყოველდღე, 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: