1 თებერვალს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
1 თებერვალს გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
31 იან, 2022 16:20:57

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის  საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 1 თებერვლის 00:00 სთ-დან  03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისი, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკი მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისგორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებაზე და თბილისი-სენაკის მიმართულება გადაერთვება  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: