16-31 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
16-31 დეკემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
15 დეკ, 2021 15:31:06

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „არილმა“, 2021 წლის 16 დეკემბრიდან  2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, მდინარე სურამულაზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე უნდა განახორციელოს სადეფორმაციო ნაკერების შეცვლის სამუშაოები. სამუშაოების წარმოების პერიოდში, საჭიროა სავალი ნაწილის დროებით შევიწროება ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე სამოძრაო ზოლზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: