12 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 58-ე, 67-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება
12 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 58-ე, 67-ე კილომეტრზე მოძრაობა შეიზღუდება
10 აგვ, 2021 16:46:49

2021 წლის 12 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია   შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-22) გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ58-კმ67 მონაკვეთზე ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა მეკლდეურების მეშვეობით, რის გამოც,  სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 2 საათში  10 წუთიანი ინტერვალებით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: