თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
07 ივლ, 2021 14:43:26

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 154-ე კმ-ზე, ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: