ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
31 მაი, 2021 11:32:09
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ბაკურიანის ანდეზიტი-სოფ.ღადო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული მონაკვეთი, გვიან შემოდგომაზე თოვლისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჩაიკეტა და მოძრაობა ამ დრომდე აკრძალული იყო.
ინტერაქტიული რუკა