საავტომობილო გზების დეპარტამენტი
შატილისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი და დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
შატილისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი და დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
13 მაი, 2021 14:23:23

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას, სპეციალისტებთან ერთად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა გაწმენდილია 90-ე კმ-მდე, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით შვავი და კლდის მასა. ამ მონაკვეთის აღდგენა სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციოების შესაბამისად მოხდება და საავტომობილო გზა სავარაუდოდ 2 კვირაში გაიხსნება.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 54 კმ-იან გზაზე რეაბილიტაცია 5 ლოტად მიმდინარეობდა.  ამავე მონაკვეთზე, ასევე მიმდინარეობს 9 ხიდის მშენებლობა.

რეაბილიტაციის პროექტი შესაბამისი გეოლოგიური  და ჰიდროლიგიური კვლევების საფუძველზე დამუშავდა 2018 წელს და ძირითადად, ითვალისწინებდა გზისა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას.

ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ მისი კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მონაკვეთს 40 წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია და გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც აფერხებდა ავტოტრანსპორტის გადაადგილებას.

მიმდინარე პროექტების მიზანია შატილამდე მისასვლელ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდეს ბევრად უსაფრთხო, რადგან არსებული გზა არის გრუნტის, ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები და ავტომანქანებისთვის გვერდის ავლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება. შატილამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებას.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა, ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობის გამო იკეტება, ხოლო გზაზე თოვლისა და ჩამონაშალი გაზაფხულზე ყოველწლიურად იწმინდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: