ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე გზის მშენებლობაზე ჩინელი მუშა სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე გზის მშენებლობაზე ჩინელი მუშა სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა
06 თებ, 2021 14:28:41

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მიმდინარე მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოებზე  დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჩინეთის 50 წლის მოქალაქე სამუშაოს შესრულებისას შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მშენებელი კომპანიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: