ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

29 დეკ, 2020 10:52:02
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  (E60) ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.
ამ დროისთვის უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და სხვადასხვა მონაკვეთი ექსპლოატაციაში შევა ეტაპობრივად.
ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დროებით გაიხსნება. შესაბამისად, დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება.
ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. 
ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება, ყველა მონაკვეთის ექსპლოატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კი  4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.
წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ 70 კმ ჩქაროსნული გზა აშენდა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  (E60) ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

ამ დროისთვის უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და სხვადასხვა მონაკვეთი ექსპლოატაციაში შევა ეტაპობრივად.

ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დროებით გაიხსნება. შესაბამისად, დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად. ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება, ყველა მონაკვეთის ექსპლოატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კი  4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ 70 კმ ჩქაროსნული გზა აშენდა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: