გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს 18:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე 13 დეკემბერს 18:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
13 დეკ, 2020 14:35:57

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ88 მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში,  2020 წლის 13 დეკემბერს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე დაგეგმილი სავენტილაციო სისტემის რემონტის სამუშაოები სრულად ვერ მოესწრო, რის გამოც სამუშაოები გადაიწევს 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ პერიოდში გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.   

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: