ქუთაისში 29 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქუთაისში 29 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
07 ოქტ, 2020 10:55:34

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. საერთო ჯამში ქ. ქუთაისში 29  ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები. აღსანიშნავია რომ, სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები,  ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

29 ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე 10 კმ-ზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: