ქუთაისის შემოვლითი გზის-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების ლოტი 4 მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 სთ-დან, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით ჩაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის. ამჟამად საჭიროა, აღნიშნული რეჟიმი გაგრძელდეს 2020 წლის 6 ივლისის ჩათვლით.
დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით თბილისის მიმართულებით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.