მდ.მტკვარზე და მდ.არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
მდ.მტკვარზე და მდ.არაგვზე არსებულ ხიდებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
03 ივნ, 2020 17:47:45

2020 წლის 04 ივნისიდან 10 ივნისამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-19 კმ-ზე მდებარე მდინარე მტკვარზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე, კერძოდ ხაშური-თბილისის მიმართულებაზე და 25-ე კმ-ზე არსებულ მდ.არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე ორივე მიმართულებაზე, ხიდის სავალი ნაწილის მოფრეზვის და მოასფალტების სამუშაოების ჩატარების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ, ერთ ზოლზე შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტის გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: