საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა
საავტომობილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე მუშა დაშავდა
18 მაი, 2020 18:57:50

2020 წლის 18 მაისს უბისა-შორაპანის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების წარომებისას, რომელსაც ასრულებს „China Road and Bridge Corporation“, დაშავდა  ბულდოზერის ოპერატორი. მას ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, რის შემდეგაც სამედიცინო პერსონალმა ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულს ჩაუტარდა ოპერაცია.

საავადმყოფოში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

დაშავებული მუშის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს სრულად დაფარავს „China Road and Bridge Corporation“. კომპანიის წარმომადგენლები სამედიცინო პერსონალთან, დაშავებულთან და მის ოჯახთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.  

მომხდარი ფაქტის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: