ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
16 მარ, 2020 14:18:45
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაბა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის ( თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
