ქედა-ხულოს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ქედა-ხულოს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
17 თებ, 2020 11:13:45

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე,  მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ37-კმ80 (ქედა-ხულო) მონაკვეთზე, აკრძალულია  მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: