მდ. წყალწითელას ხიდზე 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
მდ. წყალწითელას ხიდზე 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება
25 ნოე, 2019 17:37:06

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში,  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ223-კმ224 მონაკვეთზე მდებარე მდ. წყალწითელას ხიდიდან რკინიგზის ხიდის მიმართულებით, ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო, 2019 წლის 27 ნოემბრის 22:00 სთ-დან 28 ნოემბრის 04:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: