ქალაქ რუსთავის მიმდებარედ არსებული იაღლუჯის მთის ფერდობებზე ფორმირებული ღვარცოფული ნაკადებისაგან, ქალაქის ქუჩებისა და საცხოვრებელი მიკრორაიონების დაცვის მიზნით, ქალაქ რუსთავის ღვარცოფული ნაკადებისაგან დაცვის სამუშაოები მიმდინარეობს.
წლების განმავლობაში ქალაქ რუსთავის ტერიტორია, კერძოდ ქუთაისის ქუჩის, შარტავას გამზირის, ლეონიძის და თბილისის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია, მთებიდან წამოსული წვიმის ნაკადით იტბორებოდა. არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მიმდებარედ იაღლუჯის მთის ფერდობის ძირში მოეწყობა სანიაღვრე არხი, რომელიც უზრუნველყოფს წვიმის შედეგად მოსული ნალექის გატარებას და ქალაქ რუსთავის დაცვას დატბორვისგან. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 466 145 ლარია.
ამ ეტაპზე, სანიაღვრე არხის მოსაწობად ქვაბულის ამოღება და რკინა-ბეტონის არხის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.