შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტი 2 მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკევთზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დარსულდება.
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, ხოლო არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, გზის დანარჩენი ნაწილი კი ხრეშოვანი. საავტომობილო გზაზე კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები. ასევე ხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.