ანონსი
ანონსი
20 აგვ, 2019 17:28:07
ხვალ, 21 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის(F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited”- ს წარმომადგენლები.
მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, მცირე საკონფერენციო დარბაზი).
ინტერაქტიული რუკა