2019 წლის 26-31 ივლისს, შპს „ჯავახავტოგზა“, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხერთვისი-ვარძია-მტკვარის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი)საავტომობილო გზის კმ3, კმ4, კმ12, კმ13 და კმ19-კმ22 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდას, მეკლდეურების მეშვეობით. სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 3-4-ჯერ ნახევარ საათიანი ინტერვალებით. (საკონტაქტო პირი: ნოდარ ინასარიძე - 599 10 82 83).
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.