მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
მთელი ქვეყნის მასშტაბით დაზიანებული საგზაო მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
06 ივნ, 2019 12:35:04

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ცალკეული საავტომობილო გზების მონაკვეთებზე, დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით  პერიოდული შეკეთების სამუშაოებს ახორციელებს.

ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს, თბილისი სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 126-ე კმ. (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 4 კმ-ზე, კერძოდ ახალგაზრდობისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, სამტრედია ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ჯამში 19 კმ-ზე, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ბონჯა-სათაფლიას გზის 6 კმ-ზე, სალხინო-დადიანების სასახლესთან მისასვლელი საავტომობილო გზის 4 კმ-ზე, აბაშა-მარტვილის საავტომობილო გზის 13 კმ-ზე, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი-ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის 3 კმ-ზე, ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი საავტომობილო გზის 18 კმ-ზე და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 11-კმ-ზე.

მიმდინარე კვირაში სამუშაოები დაიწყება ასევე, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 24 კმ-ზე, ხასური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 2 კმ-ზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 8 კმ-ზე და ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 6 კმ-ზე.

პერიოდული შეკეთების სამუშაოების ფარგლებში, აღდგება დაზიანებული გზის საფარი, გან~თავსდება სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები, ბეტონის პარაპეტები, საირიენტაციო ბიოძკინტები და საგზაო ნიშნები, განხორციელდება განახლებული საგზაო მონაკვეთების ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე მოწესრიგდება გზის გასწვრივ არსებული სადრენაჟო სისტემა.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა პერიოდულად ნაწილობრივ შეიზღუდება, რის გამოც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: