სოფ. ჰერეთისკართან გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი
![](http://www.georoad.ge/uploads/news/pic.php?size=thumb&img=1557137803_1557137815_4_STIQIA.jpg)
სოფ. ჰერეთისკართან გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი
06 მაი, 2019 14:16:24
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ132-კმ134 მონაკვეთზე მდ. ალაზნის ადიდების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე გადმოდის უხვი რაოდენობით წყალი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.
![](http://www.georoad.ge/images/intmap2.png)