საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება
ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია სრულდება
25 აპრ, 2019 11:03:04

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ15-კმ25) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვადაზე ადრე დასრულდება.

პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ამ დროისთვის, გვერდულებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის რეაბილიტაციის შემდეგ კი არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება და ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 10 188 800 ლარია. პროექტი 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „New Road” ასრულებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: