
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92–ე კმ-ში მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პორტალების გარეცხვა-დასუფთავების გამო, 2019 წლის 25 მარტის 22:00 სთ-დან 27 მარტის 12:00 სთ-მდე, გვირაბის ჯერ ქობულეთი-ბათუმის, ხოლო შემდეგ ბათუმი-ქობულეთის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში - გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.
