ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა დროებით შეიზღუდება
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზაზე 10 ტონაზე მეტი ტვირთის გადატანა დროებით შეიზღუდება
20 მარ, 2019 10:53:01
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის კმ2+800-კმ8+570 მონაკვეთზე, მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ საავტომობილო გზაზე, 2019 წლის 21 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, აკრძალულია 10 ტონაზე მეტი მასის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის ამ მონაკვეთში აღნიშნული ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ინტერაქტიული რუკა