საავტომობილო გზების დეპარტამენტი
გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
08 თებ, 2019 14:39:45

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გამარჯვება-რუსთავის საავტომობილო გზის 8  კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქვემო ქართლში, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, იწყება თბილისის შემოსავლელი გზის მიერთებასთან სოფ. გამარჯვებას ტერიტორიაზე და მთავრდება რუსთავი-ჯანდარას საავტომობილო გზის მიერთებაზე. სარეაბილიტაციო გზა, ძირითადად დაუსახლებელ ადგილებში გადის.

გამარჯვება-რუსთავის გზა დაზიანებული იყო და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა.

არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, გზის სავალი ნაწილის, ხელოვნური ნაგებობისა და წყალგამტარი მილების რეაბილიტაცია. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და შემოფარგვლა. ასევე, დაგეგმილია საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.

პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 464 965 ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ამ დროისთვის ქვემო ქართლის რეგიონში 9 პროექტს ახორციელებს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: