ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
15 იან, 2019 21:26:32
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდიდან-სომხეთის საზღვრამდე) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა