ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
27 ნოე, 2018 01:10:17
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ93-კმ104 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტერაქტიული რუკა