21 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, უბისა-შორაპანის გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „China Road and Bridge Corporation“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტი, უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მსენებლობას ითვალისწინებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კომპანია „China Road and Bridge Corporation“-ის თავმჯდომარე ლუ შანი.
მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, საკომფერენციო დარბაზი)