20 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, ხევი-უბისას გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -ის გენერალური მენეჯერი გონგ ჟიჰუი და პროექტის დონორი ორგანიზაციის - აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
მისამართი: თბილისი, ალ.ყაზბეგის N12 (მე-2 სართ, საკომფერენციო დარბაზი)