ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
08 ნოე, 2018 15:10:13

რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთასორისო ტენდერი გამოცხადდა.

პროექტი, ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე, დაგეგმილია 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობა. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს (WB; EIB).

ჩუმათელეთი-ხევის გზის ბოლო, დაახლოებით 2,5 კმ სიგრძის მონაკვეთი უახლოვდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის თემში შემავალ შემდეგ სოფლებს: ხევი, გრიგალათი, ციცქიური და წაქვა.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ.  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ორ მონაკვეთზე გამოცხადებულ ტენდერში რამდენიმე დღეში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: