თიანეთი და ახმეტა განახლებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს
თიანეთი და ახმეტა განახლებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს
14 ნოე, 2018 11:48:06

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თიანეთი-ახმეტას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს

თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა

აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია

ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს და

დასაქმებულია 20 ადამიანი

პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: