საავტომობილო გზების დეპარტამენტი
7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება
7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება
06 ნოე, 2018 12:37:56

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შ.პ.ს. „საქართველოს სამხედრო გზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით, ახორციელებს დამატებით პრევენციულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც ჩასატარებელია ცალკეული გადმოკიდებული ქვების გაწმენდა ხელით, კლდეზე მცოცავების -მეკლდეურების მეშვეობით. რის გამოც, 7 და 8 ნოემბერს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საჭიროა, პერიოდულად ერთი საათის ინტერვალით, გზის ამ მონაკვეთზე, ჩაიკეტება ავტომობილების მოძრაობა. 

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: