19 ოქტომბერს შორაპანი-ძირულას გადასარბენზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხდება
19 ოქტომბერს შორაპანი-ძირულას გადასარბენზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხდება
16 ოქტ, 2018 11:43:33

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სს „საქართველოს რკინიგზა” 2018 წლის 19 ოქტომბრის 02:00 საათიდან 19 ოქტომბრის 02:30 საათამდე გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 183-ე კმ-ზე შორაპანი-ძირულას გადასარბენზე მდებარე სარკინიგზო ხიდებზე (გზაგამტარები) დაბინძურებული ღორღის გამოტანას და ახლით შეცვლას. სამუშაოების მიმდინარეობისას ხიდის ფერმების ღრეჩოებიდან ადვილი შესაძლებელია ჩამოიყაროს ღორღი და დააზიანოს მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. რის გამოც, სამუშაოების მიმდინარეობისას აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ჩაიკეტება.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: