საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 4 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 4 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება
03 სექ, 2018 21:13:13

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო  მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი)  საავტომობილო გზის კმ125 - კმ133 მონაკვეთზე გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოების გამო,  ხვალ 4 სექტემბერს 11:00 სთ-დან 12:00სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: