ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-მდე მოძრაობა აკრძალულია
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-მდე მოძრაობა აკრძალულია
11 აგვ, 2018 16:11:44

ინტენსიური წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე ჩამოსული მიწა-კლდის შვავების და ღვარცოფული მოვლენების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ დრომდე მოძრაობა აკრძალული იყო აღნიშნული გზის 52-ე კმ-მდე.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს თუშეთის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, თუშეთის მიმართულებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: