ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩარჩენილი ტურისტები გამოყვანილი არიან
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩარჩენილი ტურისტები გამოყვანილი არიან
10 აგვ, 2018 12:30:36

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმედითი სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე ჩარჩენილი ტურისტები და ავტომანქანები გამოყვანილი არიან.

ამ დროისათვის, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია 28-ე კმ-დე. ასევე,  გაწმედნილია აღნიშნული გზის კმ36-კმ37 და კმ43-კმ64 მონაკვეთები. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება გზის დანარჩენ მონაკვეთზე, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგეს სატრანპორტო მოძრაობა.

ფოტო მასალა
ინტერაქტიული რუკა
საქართველო 0160, ქ. თბილისი, ალ ყაზბეგის №12
info@georoad.ge
ცხელი ხაზი:
(995 32) 2 31 30 76
შემოგვიერთდით: